1.     
პროექტის
სახელწოდება: ო, ენავ ჩემო!
2.     
პროექტის
მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: ქართული ენის სიწმინდის დაცვა და პოპულარიზაცია.
3.     
პროექტის
აქტუალურობა: ეს თემა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც ქართული ენა დღითიდღე ბინძურდება
უცხო სიტყვებით. პროექტში მუშაობის შედეგად მოსწავლეები ისწავლიან იმას, რომ ქართულ
ენას  მოვლა და გაფრთხილება სჭირდება.
4.     
პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ქართულ
ენაში, ისტორიაში,ხელოვნებაში. განუვითარდებათ კვლევის, ძიების, შეფასების, თანამშრომლობის
 უნარი. გამოუმუშავდებათ სწორად მეტყველების
უნარი.
5.     
მოსწავლეთა ასაკი: 13–14 წელი.
6.     
ვადები/ხანგრძლივობა: ორი თვე
7.     
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,
რაც შეიძლება შეიქმნას: კედლის გაზეთი, სტენდი, ბუკლეტები, ვიქტორინა:„ ვინ უკეთ იცის
ქართული ენა“, კალიგრაფიის კონკურსი, ბიულეტენები, კომპოზიცია:„ ო, ენავ ჩემო!“ ექსკურსია.
8.     
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი,
ინტერნეტი, პრინტერი, წიგნები, ფოტოები, ხელნაწერები, ფურცლები.
9.     
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეების დახმარებით გეგმის შედგენა. ჯგუფებად დაყოფა და დავალებების გადანაწილება,  ქართული
დამწერლობისა და ენის ისტორიის შესწავლა,(ინტერნეტიდან მოძიება),  ექსკურსიები:ბოლნისის სიონი, ჯვრის მონასტერი, ატენის
სიონი, ხელნაწერთა ინსტიტუტი, ენათმეცნიერებთან შეხვედრა, უცხოენოვან წარწერებზე ფოტოების გადაღება. კედლის გაზეთის გამოშვება, თანატოლების მეტყველებაზე დაკვირვებით ბიულეტენების
წარმოება, ვიქტორინის ჩატარება, კალიგრაფიის კონკურსის ჩატარება. მხატვრული კომპოზიცია: ო, ენავ
ჩემო! აქტივობების ამსახველი სლაიდშოუს შექმნა.
10.  საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება.
11.  პროექტის
ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი შორენა ქავთარაძე.
