Wednesday, October 16, 2013

1.      პროექტის სახელწოდება: ო, ენავ ჩემო!

2.      პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: ქართული ენის სიწმინდის დაცვა და პოპულარიზაცია.

3.      პროექტის აქტუალურობა: ეს თემა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც ქართული ენა დღითიდღე ბინძურდება უცხო სიტყვებით. პროექტში მუშაობის შედეგად მოსწავლეები ისწავლიან იმას, რომ ქართულ ენას  მოვლა და გაფრთხილება სჭირდება.

4.      პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ქართულ ენაში, ისტორიაში,ხელოვნებაში. განუვითარდებათ კვლევის, ძიების, შეფასების, თანამშრომლობის  უნარი. გამოუმუშავდებათ სწორად მეტყველების უნარი.
5.      მოსწავლეთა ასაკი: 13–14 წელი.

6.      ვადები/ხანგრძლივობა: ორი თვე

7.      მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: კედლის გაზეთი, სტენდი, ბუკლეტები, ვიქტორინა:„ ვინ უკეთ იცის ქართული ენა“, კალიგრაფიის კონკურსი, ბიულეტენები, კომპოზიცია:„ ო, ენავ ჩემო!“ ექსკურსია.
8.      პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, პრინტერი, წიგნები, ფოტოები, ხელნაწერები, ფურცლები.

9.      პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეების დახმარებით გეგმის შედგენა. ჯგუფებად დაყოფა და დავალებების გადანაწილება,  ქართული დამწერლობისა და ენის ისტორიის შესწავლა,(ინტერნეტიდან მოძიება),  ექსკურსიები:ბოლნისის სიონი, ჯვრის მონასტერი, ატენის სიონი, ხელნაწერთა ინსტიტუტი, ენათმეცნიერებთან შეხვედრა, უცხოენოვან წარწერებზე ფოტოების გადაღება. კედლის გაზეთის გამოშვება, თანატოლების მეტყველებაზე დაკვირვებით ბიულეტენების წარმოება, ვიქტორინის ჩატარება, კალიგრაფიის კონკურსის ჩატარება. მხატვრული კომპოზიცია: ო, ენავ ჩემო! აქტივობების ამსახველი სლაიდშოუს შექმნა.

10.  საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება.

11.  პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი შორენა ქავთარაძე.

12.  ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: shorenaqavtaradze1972@gmail.com

13.  პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
http://shorenaqavtaradze1972.blogspot.com/